სირიელი მეამბოხეები რუსეთს დაემუქრნენ
სირიელი მეამბოხეები იმუქრებიან, რომ თავს დაესხმებიან ტარტუსის პორტში მდებარე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას, თუკი მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას.
„ჩვენ ვაფრთხილებთ რუსებს: თუ ისინი გააგრძელებენ იარაღის გამოგზავნას, რომლითაც ჩვენს ოჯახებსა და სირიელ ხალხს ხოცავენ, ჩვენ აქ, სირიაში, სასტიკ შეტევას განვახორციელებთ,“ - განაცხადა ლუაი ალ-მოკდადმა, სირიის თავისუფალი არმიის კოორდინატორმა.
„ჩვენი ინფორმატორები რეჟიმის გარემოცვიდან გვატყობინებენ, რომ ტარტუსში უახლოესი ორი კვირის მანძილზე იარაღის დიდი პარტია უნდა შემოვიდეს. ჩვენ არ გვსურს პორტზე თავდასხმა, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, მაგრამ თუ ისინი გააგრძლებენ ასეთი გზით მოქმედებას, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვექნება“ - განაცხადა ალ-მოკდადმა.
წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=7&sm=0&ID=8156
კომენტარი