"ოპოზიციურ პარტიებშიც და ლიდერებშიც ძალიან ბევრი გაუნათლებელი ადამიანია"
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ოპოზიციის განსჯის საგნად იქცა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააძლიერა. უმცირესობა ფიქრობს, რომ შემდგომში პრემიერ-მინისტრის პოსტს სააკაშვილი დაიკავებს. ამაზე უმრავლესობა ოპოზიციას საინტერესო არგუმენტით პასუხობს. "დრონი.ჯი" ამ და სხვა საკითხებზე უმრავლესობის წარმომადგენელს, გიგი წერეთელს ესაუბრა:
დფსფსდკლგკდფ;გკ
დფსფსდკლგკდფ;გკ
– გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებული პირების აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას ითვალისწინებს... რა პოზიცია ექნება რუსეთს ამ შემთხვევაში?
დფსფსდკლგკდფ;გკ
დფსფსდკლგკდფ;გკ
– ყველაფრის წინასწარ გათვლა ძალიან ძნელია. რუსეთს რეაქციები ექნება და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს მტკივნეულადაც აღიქვამს. ისეც არ არის, რომ მათ საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი არ აინტერესებდეთ. ძალიან დიდი იქნება ის პასუხისმგებლობა, რაც რუსეთს დაეკისრება იგივე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. რეალურად არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა და მორალური ვალდებულებებიც. ადამიანები გაყარეს თავიანთი მიწა-წყლიდან და მათ უკან აღარ აბრუნებენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთი წუთით მაინც თუ წარმოიდგენენ, რომ ისინი კაბინეტებიდან, ფეშენებელური სახლებიდან, მოსკოვის "პოდ მოსკოვიედან", საფრანგეთის და ესპანეთის რივიერადან გაყარონ, დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
დფსფსდკლგკდფ;გკ
დფსფსდკლგკდფ;გკ
– კონსტიტუციაში ახლად შეტანილი ცვლილება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს აძლიერებს. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ცვლილება ე. წ. პუტინიზაციისკენაა მიმართული. რამდენად შესაძლებელია მომავალში პრემიერ-მინისტრი სააკაშვილი იყოს?
დფსფსდკლგკდფ;გკ
დფსფსდკლგკდფ;გკ
– ეს ზედაპირული მსჯელობაა. ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ცვლილებები არა პიროვნებებზე მორგებული, არამედ რეალურად პოლიტიკური პროცესების ამსახველი.Gგვინდა გაძლიერებული პარლამენტი, უფრო ეფექტური მთავრობა და ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რჩება უფლებები, მაგრამ ის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი არ იქნება. რომელი პოლიტიკოსიც სააკაშვილის გაპრემიერმინისტრობას ვარაუდობს, ვერ უფიქრდება რას ამბობს. ისინი უკვე წინასწარ პროგნოზირებენ, რომ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს და თავის პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებს.
დფსფსდკლგკდფ;გკ
შემდგომ არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ გაიმარჯვოს, ამის წინააღმდეგი მე ნამდვილად არ ვიქნები. კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილებები, რომელიც მორგებული იქნება არა ერთ პიროვნებაზე, არამედ მასში გათვალისწინებული იქნა ოპოზიციის, საზოგადოების შენიშვნები. ვინც ამას ამბობს, ეტყობა ვერ ხვდება, რომ ამით კარგ საქმეს უკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს. ისინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციაა.
დფსფსდკლგკდფ;გკ
– განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა... კვლავ ერთიანია "ნაციონალური მოძრობა"?
– განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა... კვლავ ერთიანია "ნაციონალური მოძრობა"?
დსფკსდფკსდ;
– ეს უკვე რამდენიმე წელია მესმის, მაგრამ ფაქტი სახეზეა. "ნაციონალური მოძრაობა" არსებობს და კვლავ ერთიანია. ალბათ ჩვენი ოპონენტები, შეძახილმა ხე გაახმოო, ამ თქმულებით სარგებლობენ. მუდმივი არაფერი არის. გარკვეული დროის შემდგომ შესაძლებელია "ნაციონალური მოძრაობაც" დაიშალოს, მაგრამ ეს როდის იქნება, ამის თქმა წინასწარ არავის შეუძლია. ვინც ამბობდა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, ყველა ის გაერთიანება დღეს დაშლილია, ზოგიც ახლა იშლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ ყველას დაანახა, რომ ამ პარტიას შეუძლია ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა. ეს არჩევნების შედეგებიდანაც გამოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის არანაირი საფუძველი არ არსებობს და საიდან გაუჩნდა ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს მოსაზრება, არ ვიცი.
დფსფსდკლგკდფ;გკ
– ოპოზიციის ნაწილი აქციებისთვის მზადებას იწყებს... ხელისუფლება კვლავ დაუშვებს პარალიზებულ რუსთაველს?
დფსფსდკლგკდფ;გკ
– ოპოზიციის ნაწილი აქციებისთვის მზადებას იწყებს... ხელისუფლება კვლავ დაუშვებს პარალიზებულ რუსთაველს?
დფსფსდკლგკდფ;გკ
– ოპოზიცია ძალიან ჭრელია. განსხვავებულია თავისი პოლიტიკური შეხედულებით, პატიოსნებით და ლიდერების გონებრივი მონაცემებით. აქედან მომდინარეობს ოპოზიციონერების ბრძოლის მეთოდებიც. ვიღაცისთვის ბრძოლის გარკვეული ხერხია გალიაში ჯდომა, ვიღაცისთვის შიმშილი, ზოგიერთისთვის – ბევრი სმა-ჭამა და კარგი დასვენება. არც ერთი ოპოზიციონერი არ უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის ღალატზე. თუ ოპოზიციის აქციები ჩაჯდება კანონის ფარგლებში, ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელისშეშლა არ იქნება.
დფსფსდკლგკდფ;გკ
– პატიოსნებით და გონებრივი მონაცემებით რომელ ოპოზიციონერ ლიდერს გამოყოფდით?
– პატიოსნებით და გონებრივი მონაცემებით რომელ ოპოზიციონერ ლიდერს გამოყოფდით?
– ამის თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციურ პარტიებშიც და ლიდერებშიც ძალიან ბევრი გაუნათლებელი ადამიანია. მთავარია, რომ ოპოზიციამ კარგად დაინახოს ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული სასარგებლო საქმეები. უსაგნო აქციებით და ლოზუნგებით ქვეყანა არც აშენებულა და არც აშენდება.
ფდგფდგჰდფჰ
ფდგფდგჰდფჰ
– ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი გადმოიბირა... თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვინ არიან ეს მაღალჩინოსნები?
დფსფსდკლგკდფ;გკ
დფსფსდკლგკდფ;გკ
– თუ ეს რეალობაა ამ ადამიანების სახელები და გვარები, ბატონმა ირაკლიმ უნდა დაასახელოს კიდეც. სხვანაირად ძნელია ამის დაჯერება. ალასანიას პარტიაში გადასვლის შესახებ არც ერთ მაღალჩინოსანს არ განუცხადებია. გამოდის, რომ ჯაშუშობენ. ეს კი აბსურდია. ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" მანდატი აქვს, ალასანიას ნამდვილად არავინ გადაუბირებია. ჩვენც ვიტყვით, რომ ალასანიას პარტიის წევრების ნახევარზე მეტი გადმოვიბირეთ და სახელებს და გვარებს არ დავასახელებთ. როგორ ფიქრობთ, ეს სერიოზული არგუმენტია?!
ფდსფსდგსგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი