ქედაში ავტომობილი 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში. სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა.
ავტომობილის მძღოლი, 35 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი