როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 17 დეკემბერს ქუთაისში დღისით +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ასევე წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. იწვიმებს ბათუმშიც, სადაც დღისით +13 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. მოსალოდნელია ნალექი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც, სადაც +12 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ახალციხეშიც ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში იწვიმებს, აქ +5 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +7 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში თოვას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.
მზიანი ამინდია ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+10 გრადუსი და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში იწვიმებს, დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი