სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2019 წლის 1 მარტს „ტოიოტა“ კავკასია (TCA) გამართა ახალი თაობის RAV4-ისა და Corolla -ს პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს გააცნეს ტოიოტას უსაფრთხოების სისტემები (TSS) და ჰიბრიდ ტექნოლოგიები.

პრეზენტაციას დაესწრო საქართველოსა და სომხეთის ყველა წამყვანი მედია საშუალება. აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია წინა დღეს გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების ახალი მოდელების შესახებ სრული ინფორმირება, რაც სხვა ავტომობილის მოდელებისგან განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით გამოარჩევს.

ტოიოტა ჰიბრიდი: გარემოს დაცვასთან დაკავშრებული გამოწვევების საპასუხოდ, 1993 წლის გაზაფხულზე “ტოიოტამ” საკუთარ თავს გამორჩეულად რთული ამოცანა დაუსახა. ეს ამოცანა უკავშირდებოდა 21-ე საუკუნის ავტომობილის პროექტს და გულისხმობდა ისეთი ავტომობილის შექმნას, რომელსაც იგივე კლასის ავტომობილებთან შედარებით ექნებოდა საწვავის მოხმარების ეკონომიურობის მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, შემცირებული CO2-ის გამონაბოლქვი და სალონის მაქსიმალური სივრცე კომპაქტური დიზაინის პირობებში, რომელიც დაიტევდა 5 ზრდასრულ ადამიანს. დღეს „ტოიოტას“ გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება.

პრეზენტაციაზე საუბარი იყო ამ ავტომობილების დადებით მხარეებსა და უპირატესობებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილები ბაზარზე გაყიდვის თვალსაზრისით რეკორდსმენები არიან. Corolla და RAV4 სხვა ავტომობილებისაგან განხვავდება უნიკალური თავდაცვის მექანიზმით.

Corolla: 2019 წელს, ტოიოტამ მსოფლიოს ამ ლეგენდარული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ავტომობილი აგებულია ტოიოტას მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც მისი მართვა სასიამოვნო გამოცდილებაა. ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაცია არის შესაძლებელი.

ახალი, მეხუთე თაობის RAV4 : ამ მოდელით „ტოიოტა“ გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა. დაბალი გრავიტაციული ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიმკვრივის კორპუსის მქონე ახალი "რავ 4" პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე. აღნიშნული ავტომობილის სალონი უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით არის დამზადებული.

RAV4 დაიტესტა „ოფროუდზე“, ამასთან მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, „ტოიოტას“ ავტომობილების ძველი და ახალი მოდელები შეედარებინათ ერთმანეთისთვის. ცალსახა იყო ავტომობილებს შორის განსხვავება. ახალი ავტომობილები რადიკალურად შეცვლილი და დახვეწილი ფუნქციების მქონე მოდელები არიან.

ამ ავტომობილების ფუნქციები საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ ავტოკატასტოფებს. ისინი საკმაოდ კომფორტული და დახვეწილი მოდელები არიან.

ტესტ-დრაივში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, თავად დაეტესტათ ახალი მოდელები და საკუთარი შესაძლებლობები ახალი კუთხით წარმოედგინათ. საღამო ჟურნალისტებისთვის RIM-ის VIP რესტორანში ვახშამით დასრულდა.

"ახალი ავტომობილების შეძენა შეგიძლიათ ტოიოტას ოფიციალურ დოლერებთან: ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტ თბილისში"


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100