ფოთში 60 წლის ქალმა 84 წლის დედა ხელჯოხით სცემა
ფოთში 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ურთიერშელაპარაკების შემდეგ მოხუცი დედას ხელჯოხით სცემა და მას დაზიანებები ზურგის არეში მიაყენა.
მომხდარზე ფოთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, 60 წლის ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
კომენტარი