სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „ბარამბოს“ ზღაპრულ სამყაროში ექსკურსია მოუწყო!

ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში – ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 4 წელზე მეტია ზრუნავს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ფონდის ხელშეწყობით სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები შემეცნებით ექსკურსიაზე „ბარამბოს“ შოკოლადის ფაბრიკას ესტუმრნენ. მათ ნახეს როგორ მზადდება „ბარამბოს“ უგემრიელესი ტკბილეული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შოკოლადის საწარმოში.

„ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ! ზოგიერთმა ისიც კი ინატრა, რომ გავიზრდებით „ბარამბოში“ დავიწყებთ მუშაობასო. მათთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იქნება!

წამოსვლისას, ბავშვებმა კომპანია „ბარამბოსგან“ უგემრიელები ნუგბარი მიიღეს.

ბავშვებზე ზრუნვა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. ისინი, ხომ საქართველოს მომავალი თაობაა. მთელი გულით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კომპანია ბარამბოს სტუმართმოყვარეობისთვის და საჩუქრებისთვის“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100