სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ხვალ, ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

საქართველოში ხვალ, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ხვალ ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება.
20 აგვისტოდან, 3-4 დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხანმოკლე წვიმები აღმოსავლეთ საქართველოშიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით, 35 გრადუსამდე დაიწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100