სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მარგველაშვილი მზად არის, თანამდებობა დატოვოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მზად არის, თანამდებობა დატოვოს და განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგეს. ეს განცხადება მარგველაშვილმა დღეს გააკეთა.

"კანონი მაძლევს იმის უფლებას, რომ დავრჩე თანამდებობაზე, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში, იმიტომ გვაქვს პრეტენზია ქვეყნის მართვის, რომ ახალი სტანდარტები და პოლიტიკური კულტურა დავნერგოთ. ბუნებრივია, როგორც კი დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, მე გადავდგები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს. კონკრეტულად ჯერ სლოგანსა და სხვა დეტალებზე ჩამოყალიბებული არ ვართ. ჩვენ ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ვართ. საქართველოს მოსახლოების უმრავლესობა მხარს გვიჭერს. რაც შეეხება იმას, რა შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვების, ამაზე დასკვნები პოლიტოლოგებმა უნდა გააკეთონ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც დღეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში იმყოფებოდა.
განათლების მინისტრიეს თქმით, სამინისტროში რამდენიმე პროცესია დასამთავრებელი, როგორც კი ეს პროცესები დასრულდება და დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100