"გაგვექცა, მდინარეში გადაგვივარდა ეს დედა მო***ნული ბიჭი და ...“ – ახალი, სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეზე
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნემ სკანდალური ჩვენება მისცა. აღნიშნულ ჩვენებას "კურიერი" ასაჯაროებს.
დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, რომელზეც, ჩვენების მიხედვით, პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თანამესაკნესთან ისაუბრა.
საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა შაქარაშვილის ჩანთა, ნიკა ჟვანიას ხელკეტი და დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა.
ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება, ნიკა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომლის შესახებ მას რევაზიშვილმა უამბო.
"ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. ... მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. ...
დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. ... მას უკან მიყვნენ, აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია.
აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო, ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამოდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა. ...შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოჰყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო, ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტან ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო.
აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მ*** და დაიხრჩოო,"- წერს რევაზიშვილის თანამესაკნე ჩიტიძე.
ამავე ჩვენების მიხედვით ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებით ჩანთის შესახებ დეტალები.
"დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო. ა.ქ. ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დადო იმიტომ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფირებენ, ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო.
... აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს მთქმელს და მთელ მის ოჯახს დედა მ***. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს ვინც ამას იტყვის ზონაში ვერსად გაჩერდება ბოზის სახელი ექნებაო, აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი, ამათი დედა მ***,"- ნათქვამია ჩიტიძის ჩვენებაში.
ჩვენებაში ასევე აღწერილია, როგორ უკავშირდებოდა ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი საკუთარ ოჯახის წევრებს.
ასევე ჩვენებაში ჩანს, რომ რევაზიშვილის მეუღლემ იცოდა 18 ივნისის ტრაგიკული ღამის დეტალები.
"მან ჩამაწერინა მამამისის ნომერი ... და მთხოვა მის ნაცვლად დამერეკა მამამისისთვის, ...მამამისთან დამაბარა, რომ ნიკას მეუღლე ანი ჩამოეყვანა კასპიდან, რადგან მის მეზობელ გოგოს კასპში- დიკოს ქმარი ან თავად მუშაობდა პოლიციაში, ან ჰქონდა ახლო ურთიერთობა პოლიციასთან, რის გამოც ნიკას არ უნდოდა ანი ამ ხალხის სიახლოვეს ყოფილიყო.
ნერვიულობდა, რამე არ წამოსცდეს ჩემს შესახებ და შემდეგ ეს პოლიციამ არ გაიგოსო. ... შემდეგ მამამისთან დამაბარა მოსულიყო შემთხვევის ადგილიდან ქამრით წამოსაყვანად ბიჭთან, გვარად ამირხანაშვილთან, იმ მიზნით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც გამორიცხავდა ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.
ანუ ამირხანაშვილს უნდა მიეცა ჩვენება, რომ ნიკა რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან ამირხანაშვილი ამ უკანასკნელის სურვილით წამოიყვანეს და არა იძულებით. თუმცა ბოლო ნიკა რევაზიშვილმა გადაიფიქრა ამ დანაბარების გადაცემა და მითხრა, რომ ამის შესახებ მამამისისთვის არ მეთქვა, რადგან თავად უწერდა ადვოკატს წერილებს, გამყოფ მინაზე ადებდა და ამ გზით ატყობინებდა მამამისისთვის გადასაცემ ინფორმაციას,"- ნათქვამია რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებაში.
კომენტარი