სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეწყალებული პატიმრები ციხეებს დღეს დატოვებენ

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შეწყალებული პატიმრები დღეს დატოვებენ.


ელენე თევდორაძის განცხადებით შეწყალების კომისიამ საპატრიარქოდან 850 პატიმარზე მიიღო რეკომენდაცია, საიდანაც 550 განცხადების განხილვის შემდეგ, თითქმის ნახევარი დაკმაყოფილდა.


ამასთან, კომისიის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის 23-ს სასჯელი მძიმე ავადყოფობის გათვალისწინებით გაუნახევრდათ, ხოლო 228 მსჯავრდებული დაწესებულებებს დატოვებს.


ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალებულებს შორის 12 ქალია, რომელთაგან 10 გათავისუფლდება, 2-ს კი, სასჯელი გაუნახევრდა.


"ძალიან ბევრმა ადამიანმა შეწყალებაზე უარი თქვა. ამასთან, ნაწილს ცუდი დახასიათება ჰქონდა. საბოლოოდ ვიმსჯელეთ 550 საქმეზე, ნახევარზე ცოტა ნაკლებს მივეცით თანხმობა. შეწყალებულები არიან, ეკონომიკურ დანაშაულში მხილებულები, ქურდობაში პირველად შემჩნეულები. 23 პატიმარი კი, რომლებსაც გაუნახევრდათ სასჯელი ყაჩაღობაში არიან დადანაშაულებულნი, თუმცა მათი შეწყალება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100