სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის კანდიდატად განიხილება

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური გეგმები აქვს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღესაც თქვა, რომ განიხილება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად მონაწილეობას არჩევნებში, ერთ-ერთი პარტიიდან.

არაერთი კითხვის მიუხედავად კობახიძე დეტალებზე არ საუბრობს.

"მას აქვს პოლიტიკური გეგმები, როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია, ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს საბოლოო ჯამში რეალურად დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგებზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის" - ამბობს კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი სალომე ზურაბიშვილს პარტიაში ყოფნას უკრძალავს, თუმცა სავარაუდოდ, ამ განცხადებით მმართველი პარტიის ლიდერმა ზურაბიშვილის ვადაზე ადრე გადადგომა უწინასწარმეტყველა.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაურიც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100