სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვუყურებდი,როგორ შეეჯახა პარაპლანი კლდეს...ჩემი ქმრის სხეული არ მინახავს - გუდაურში გარდაცვლილი ტურისტის მეუღლე

მცხეთა-მთიანეთში გარდაცვლილი ტურისტის საბედისწერო პირველი ვიზიტი საქართველოში - ახალი დეტალები გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ირკვევა, რომ მამაკაცი, რომელიც პარაპლანით დაშვებისას დაიღუპა, პაკისტანიდან იყო.

ოჯახი ახლა დაღუპულის ცხედრის გადაცემას ითხოვს. ხევში გარდაცვლილის მეუღლე, შერილი მორალ ტიმანი, პოლიციაში გამოკითხვას ამ დრომდე ელოდება. ქალი უბედური შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. მან გოგონასთან ერთად საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაეშვა ხევში ავარიულად პარაპლანი, ასევე, როგორ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ვერტმფრენი დაშავებული მეუღლის გადასარჩენად.

ჩემი მეუღლე საქართველოში პირველად იყო. ჩვენი ვიზიტი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და გუდაურიდან თბილისში წასვლას ვგეგმავდით. ჩვენ პარაპლანთან გავჩერდით. სტაფმა არ გვითხრა, რომ შანსები 50-50-ზე იყო.

ჯერ ჩემი გოგო დაეშვა, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი.

ამინდი კარგი იყო, მაგრამ უცებ ქარმა დაუბერა. ის კლდეს დაეჯახა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. შემდეგ სასწრაფო მოვიდა. პერსონალმა დაგვიძახა და მომხდარის შესახებ შეგვატყობინა. გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ადგილი მაშველებისთვის რთული იყო სამუშაოდ, ამის შემდეგ ვთქვი, რომ ვერტმფრენის გამოყენება კარგი იქნებოდა. რამდენიმე წუთში ვერტმფრენიც მოვიდა. დაიწყეს მუშაობა.

მალე დავინახე, მწყობრიდან როგორ გამოვიდა, დაეშვა და აფეთქდა. არავინ გვეუბნება, რა მოხდა სინამდვილეში. ჩემი ქმრის სხეული არ მინახავს. მითხრეს, რომ უკვე თბილისშია გადაყვანილი.

არავინ არაფერს გვეკითხება, ისევ ველოდები დაკითხვას. მსურს, მივიღო ოფიციალური ინფორმაცია ჩემი მეუღლის შესახებ, ინფორმაცია მესიჯის სახით მომწერეს პარაპლანისტებმა, მაგრამ მათ არ ვენდობი. ოფიციალურ დასტურს ველოდები - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100