სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მძარცველი იდენტიფიცირებულია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია" - კილაძე ზუგდიდზე

"ქრონიკა +"- ის რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ სენაკის ბაზის 2 ჯარისკაცი, შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვასთან.
მისი თქმით, ამ საქმეში ჯარისკაცების ფიგურანტობა სამხედრო დანაშაულის უმძიმესი პრეცენდენტია და თავდაცვის მინისტრმა, რომელიც რუკების ჩამოტანითაა დაკავებული, თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ის ჯარს ვერ აკონტროლებს. ამ თემაზე კილაძემ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო ხვიბლიანი გახლავთ ჯარისკაცი სენაკის ბაზიდან, მე მივიღე ინფორმაცია, რომ მძარცველი არის მისი ნათესავი, რომ ხვიბლიანმა დაკითხვაზე რაღაცები მოყვა, მძარცველიც იდენტიფიცირებულია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, რადგან მას ვერ "გაუიასნეს" რუსეთის ტერიტორიზე ან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი იმიტომ, რომ აფხაზებმა გააკეთეს განცხადება იმაზე, რომ გადმოსცემენ ქართულ მხარეს, თუ ის საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში აღმოჩნდება", - ამბობს ელისო კილაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100