სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საოპერაციოში რომ დგას, ვნერვიულობ...გმირულად მაინც დადის...ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, დაგემართება ნევროზი"

ნინო ნადირაძე-კუზანოვა მალე ბებია გახდება. მისი შვილი ბაია კუზანოვა ფეხმძიმედაა. როგორც ნინო „ფორტუნასთან“ ამბობს შვილს ფეხმძიმობის პერიოდში ფორმაში ყოფნას სთხოვს და ურჩევს რომ წონაში არ მოიმატოს.

- ორსულობის პერიოდში როგორ შეიცვალეთ ბაიას მიმართ, როგორ უვლით და ანებივრებთ?

- საოპერაციოში რომ დგას, ვნერვიულობ. ახალი აღჭურვილობა ხომ იცით, როგორია? გმირულად მაინც დადის და ყველაფერს აკეთებს. მე რომ ორსულად ვიყავი, ვმორიგეობდი, ასე რომ, არაფერი მოუვა. ავად ხომ არ არის, ორსულადაა. ჩვეულებრივად ცხოვრობს. სულ ვუკონტროლებ, რომ არ გასუქდეს. სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი, ასე რომ, ისე იყავი, რომ მხოლოდ მუცელი გქონდეს და სამშობიაროდან რომ გამოხვალ, ფორმაში მალე ჩადგე–მეთქი. ჯერჯერობით მიჯერებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100