მათე ხიდეშელი „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა - მოდელი წარმატების შესახებ დრონი.ჯი-სთან საუბრობს
კლუბ ბასიანის დარბევისას ეს ახალგაზრდა ძალიან პოპულარული გახდა, მის
მიმართ ბევრი
ნეგატიური კომენტარიც
დაიწერა, თუმცა
მათე ხიდეშელი
ამას არ
შეუშინებია და
მეტიც, მის
ცხოვრებაში ძალიან
კარგი და მაგარი სიახლეა. უნდა
გითხრათ, რომ მათე საოცნებო ჟურნალ “ვოგის” გარეკანზე
აღმოჩნდა და
უნდა ითქვას,
რომ ეს
ბევრი მოდელისთვის საოცნებო
ამბავია.
დრონი.ჯი მათე ხიდაშელს
დაუკავშირდა და მისი„ვოგური“
წარმატების შესახებ
ჰკითხა.
- როგორ აღმოჩნდი „ვოგის“ ფურცლებზე და რა ემოციაა, როდესაც ასეთი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე ხვდები?
- რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი და გახარებული გახლავართ. მე ვარ სააგენტო “troublemakerz_agency”-ში, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ აღმოჩნდა წლის ფეშენვიკზე და ასე მოვხვდით „ვოგის“ ფურცლებზე. ეს სააგენტო ემსახურება ადამიანებს, რომლებიც არიან განსხვავებულები თავიანთი უნიკალური გარეგნობით. მოდელებზე არ მუშაობს, ანუ აუცილებელი არ არის იყო პროფესიონალი მოდელი, მთავარია ადამიანს ჰქონდეს რაღაც, რაც მის ვიზუალს სხვებისგან გამოარჩევს. სააგენტო ახლახანს დაარსდა და მოტივირებულია მსოფლიო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. დიზაინერი არის თამუნა ქარუმიძე, რომელსაც მოვეწონე და ამიყვანა მოდელად. ასევე ვარ მისი ასისტენტი. ამ სააგენოტოს შექმნაზე ოთხმა ადამიანმა იმუშავა. სანდრო ფოფხაძემ, თამუნა ქარუმიძემ, ნინო ზვამბაიამ და გიორგი პატარკაციშვილმა. მივიღეთ მონაწილეობა “vetemens balenciaga-ს“ ჩვენებაზე. იმედი მაქვს მომავალშიც ბევრი სასიამოვნო სიახლით ვიქნებით გაკვირვებულნი და საზოგადოებასაც ბევრ სასიხარულო სიახლეს შევთავაზებთ.
კომენტარი