დაღესტნის ტყეში ბოევიკი ცოლთან ერთად აფეთქდა
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცუმადინის რაიონის სოფელ ხვაინი-კუნდას მიმდებარე ტყის მასივში აღმოჩენილია ქალისა და მამაკაცის გვამები. ამოცნობის შედეგად გაირკვა, რომ ერთი მათგანია მაგარამკენტის რაიონის სოფელ გილიარის მცხოვრები რასიმ ყურბანისმაილოვი, მეორე კი მისი შარიათული მეუღლე ასტრახანის მცხოვრები 23 წლის ამინა სულეიმანოვაა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნაში მყოფი რ.ყურბანისმაილოვი ცუმადინის ბოევიკთა ჯგუფში ირიცხებოდა როგორც ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტი. იგი თავის მეუღლესთან ერთად დაიღუპა მორიგი ასაფეთქებელი მოყობილობის დამზადების დროს – ასეთ დასკვნას აკეთებენ ძალოვანი უწყებების ექსპერტები, თუმცა რამდენად რეალურია ეს დასკვნა მხოლოდ მისმა ავტორებმა იციან, დაღესტნელმა სტატისტიკოსებმა კი დაღუპულთა მრავალრიცხოვან სიას კიდევ ორი ერთეული დაამატეს.
კომენტარი