კიბოთი დაავადებულ გოგონას ცხოვრების მთავარი ოცნება აუხდინეს
კიბოთი დაავადებული 11 ტრინიტი მორგანის ოცნება პოდიუმზე გამოსვლა იყო და ეს ოცნება წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა ცნობილი ბრენდი Naeem Khan, რომელმაც ტრინიტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოიყვანა.
ჩვენების ბოლოს, წითელი კაბითა და გვირგვინით, 11 წლის გოგონა დიზაინერთან ერთად პოდიუმზე გამოვიდა და მასზე ბედნიერი იმ დღეს იქ ალბათ არავინ იყო.
„სულ ვიცვამდი ლამაზ კაბებს, ვიკეთებდი მაკიაჟს და ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნამდვილი მოდელი. დღეს ეს მოხდა“ - განაცხადა გოგონამ ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში ვიზიტი ტრინინისთვის პირველი გასვლა იყო მშობლიური ტეხასის შტატიდან.
კომენტარი