სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაესტროს" დირექტორი ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს?

"მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
"ქრონიკასთან" საუბრისას გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყოს.
აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100