მამაო ჩვენოს განსხვავებული ვერსია - ფანატიკოსები ამას "მკრეხელობად" ჩათვლიან
მამაო ჩვენო, რომელი სხლავ ცათა შინა,
წმინდა იყოს სახელი შენი,
სანამ რამე შეიცვალება.
როგორც მოვედინ სუფევა შენი, ისე წავედინ
და ვერაფრით ვერ იქნება ნება შენი,
რადგან ვითარცა ცათა შინა,
ეგრე სადაა ქვეყანასა ზედა?
პური ჩვენი ყოველდღიური არსობისა მომეც ჩვენ
დღეში სამჯერ მაინც
და მომიტევენ ჩვენ ვნებანი,
ჩვენც ხომ მივუტევებთ საყვარელთა მათ ჩვენთა,
ვისგან ვნებასაც მოუთმენლად ველით ყოველდღე.
და მაინცდამაინც ნუ შემიყვანებ ჩვენ ცდუნებასა,
ზომაზე მეტად, ორშაბათიდან პარასკევამდე,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,
რომელსაც შენს ძელვამოსილ სუფევაში
არავინ იცის რა ესაქმება,
საიდან მოხვდა
აი მინ
კომენტარი