ლუდი კოსმოსისთვის
ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი ლუდი შექმნა, რომლის გამოყენებაც მიკროგრავიტაციულ პირობებში, მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სასმელი, სახელწოდებით Vostok 4 Pines Stout, მუქი ფერის ლუდია, რომელიც თავისებური გემოთი გამოირჩევა. შემქმნელებმა ახალი ლუდი უკვე გამოსცადეს თვითმფრინავის მგზავრებზე. ერთ-ერთმა მოხალისე ექსპერტმა არაკომერციული ორგანიზაციიდან, ერთ ლიტრზე მეტი ლუდი დალია და აღნიშნა, რომ საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს. თუმცა, მოხალისემ სასმელის მიღებისას წარმოქმნილ პრობლემებზეც ისაუბრა: გრავიტაციის უქონლობის პირობებში, ლუდი ქვემოთ არ იღვრება, თუნდაც ბოთლი გადმოაბრუნოთ.
მსგავსი იდეა ადრე ერთ-ერთ ჰოლანდიელ მეცნიერსაც გაუჩნდა, რომელმაც საამისოდ სპეციალური ტექნოლოგია შექმნა. აპირებენ თუ არა კოსმოსური ლუდის განვითარების პროცესში ავსტრალიელები ამ ტექნოლოგიის ჩართვას, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარი