სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკოლადის პუდინგი ინგლისურად

მასალა:

3 სუფრის კოვზი კაკაო

1-2 სუფრის კოვზი ნაღები

60 გრამი შაქარი

1/8 ლიტრი რძე

125გრამი გახეხილი ორცხობილა

50 გრამი კარაქი

2 ცალი კვერცხი

ერთი სუფრის კოვზი კონიაკი

2 სუფრის კოვზი გახეხილი ნუში

ნახევარი ჩაის კოვზი სოდა

60 გრამი ფქვილი

კაკაო შევურიოთ ნახევარ პორცია ორცხობილას, დავამატოთ რძე ან ნაღები, დავტოვოთ ასე 10 წუთით. კარაქი შევურიოთ შაქარს და კარგად ავურიოთ, დავამატოთ კვერცხის გული, ფქვილი და სოდა, შემდეგ კი დარჩენილი ორცხობილა, ნუში და კონიაკი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად და დავუმატოთ ცომს. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ფორმაში და ვხარშოთ ორთქლზე 1 საათის განმავლობაში. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ ვანილის სოუსთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100