სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცმა ჰარიმ ყოფილი მეგობარი გოგონა რესტორანში დაპატიჟა

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრინცი ჰარი და ჩელსი დევი კვლავ ერთად არიან, ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა. პრინცი თავის მეგობარ გოგონას ყურადღებითა და მზრუნველობით ეკიდება. როგორც მედია იუწყება, ძმის საქორწილო ცერემონიალის შემდეგ, ჰარიმ გადაწყვიტა დევისთან ურთიერთობა აღედგინა. ახალგაზრდებმა რომანტიკულ გარემოში, ლონდონის ერთ–ერთ პრესტიჟულ რესტორანში ივახშმეს, რის შემდეგაც პაპარაცების ობიექტივს 25 წლის ქერათმიანი ლამაზმანის სახლში დაემალნენ.

პრინცის მეგობრების თქმით, ჰარი მიხვდა, რომ ჩელსი მისთვის ძალიან ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ისინი კვლავ ერთად არიან. მიუხედავად ამისა, პრესამ გაავრცელა ხმები, რომ პრინც ჰარისა და პიპა მიდლტონს ინტიმური ურთიერთობა აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100