სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელმა მეცნიერებმა „ქალების ერექცია“ აღმოაჩინეს და მათთვის „ვიაგრას“ ქმნიან

ამერიკელი მეცნიერები „ვიაგრას“ შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადრე გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც ქალს მხოლოდ მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში შეუძლია სიამოვნების მიღება, მინიმუმ, გადახედვას საჭიროებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის სხეულისთვის სულაც არაა უცხო ისეთი მდგომარეობა, რომელსაც მამაკაცებში ერექციას უწოდებენ. მათი მტკიცებით, სექსუალური სიახლოვის დროს ქალის ყველა კუნთი იძაბება და რაც მეტია აღგზნებადობა, მით უფრო მეტად მატულობს კუნთებისმიერი ტონუსი.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ყველა ქალს აქვს სპეციფიკური ზონა, რომელიც წელსქვემოთ ნაწილში მდებარეობს და სქესობრივ ორგანოებსაც მოიცავს. ამ ზონის შესწავლის საფუძველზე მათ დაადგინეს, რომ ეს ზონა ისეთი ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც აღგზნების დროს სისხლის წნევის ქვეშ ექცევიან და ისეთივე მყარი ხდებიან, როგორიც მამაკაცის პენისი ერექციის დროს, თუმცა, პენისისგან განსხვავებით, ზომაში არ იზრდებიან.

მედიკოსებმა პრინციპულ განსხვავებაზეც მიანიშნეს: მამაკაცისა და ქალის ერექციას ერთმანეთისგან, პირველ რიგში, ის განასხვავებს, რომ ქალები არ აღიგზნებიან ვიზუალური სტიმულატორებით, როგორც ეს მამაკაცთა უმრავლესობაში ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100