„რატო აძლევს თავს უფლებას ეს გამო**ებული...ვინ დაავალა ვიშიბალობა?" - აი, რას წერს აღშფოთებული ბაია პატარაია
დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს უფლებადამცველი, აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რატო აძლევს თავს უფლებას ეს გამ***ებული პაპუაშვილი, რომ საერთოდ ხელით შეეხოს ქალ დეპუტატს, იღლიაში ამოიდოს და გაათრიოს?
ვინ დაავალა დეპუტატ პაპუაშვილს ვიშიბალობა? ან რამე ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო თუ რა გამშველებლობა აუტყდა?
ძალიან საეჭვოდ გამოიყურება ეს ყველაფერი და ხელები დაიმოკლეთ, აზაბოჩენო მძორებო“, – წერს ბაია პატარაია.
საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.
ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.
კომენტარი