ბავშვთა სახლიდან გამოქცეული მოზარდი დედას სახლში წაყვანას სთხოვს - ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
სოციალურ
ქსელში გავრცელდა
ვიდეო, რომელიც
საზოგადოებაში დიდ
განხილვის საგნად
იქცა. ვიდეოს
დართული აქვს
ტექსტი და ფოტები,
რომლიდანაც ირკვევა,
რომ მოზარდი
ბიჭი თემქის
ბავშვთა სახლიდან
გამოიქცა და დედას სახლში
წაყვანას სთხოვს.
ჩვენ გთავაზობთ ვიდეო
მასალას, რომელიც მძიმე
საყურებელია.
"დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე თბილისი ცენტრალის ტეტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიყავდა სახლში პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს გასდის ესეთი საქციელიო, სახლში რომ მივიყვანო დამილეწავს ყველაფერსო, ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქავო. ღმერთო რატომ ჰყავთ ასეთ მშობლებს შვილებიიიი, რამდენს შვილი უნდა და ნატრობს. ყურებიდან არ ამომდის ამ ბავშვის განწირულ ხმა დედიკო, მამიკო წამიყვანეთ სახლში იქ ნუ დამაბრუნებთ" - ასე იხსენებს აღნიშნულ ბავშვთან შეხვედრას
ინტერნეტ მომხმარებელი.
დრონი. ჯი დეტალების გარკვევას შეეცადა. ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვი არის ინკლუზიური და არ გამოქცეულა პანსიონატიდან, ის დედას ჰყავდა წაყვანილი სააღდგომო არდადეგებზე.
აი რა განუცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ დრონი.ჯი-ს:
„ბავშვის ოჯახი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო პროცესში და 2017 წელს დაეხმარა მშობლებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. შემდეგ, სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა განათლების სამინისტროს მულტიგუნდს ბავშვის მდგომარეობის შესწავლისათვის. ბავშვი შეფასდა და გამოიკვეთა რომ სჭირდებოდა ინკლუზიური სწავლება. მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე ის ჩაირიცხა გლდანში მდებარე მე-200 სკოლა-პანსიონში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს. მოზარდი ამ დრომდე აქ გადის ინკლუზიურ სწავლებას. მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე“ - აცხადებს ეთერ ცხაკაია ჩვენთან საუაბრში.
ჩვენ დავუკავშირდით ასევე განათლების სამინსიტორს, რომელიც ამ წუთებში მომხდარს არკვევს.
კომენტარი