სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 წლით, ციხეში უნდა იჯდნენ ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი ალასანიას ებრძვის

კაბელების საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანის ფაქტს ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 7 წლით, ციხეში უნდა იჯდნენ ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილი ალასანიას ებრძვის. ასე მოუნდა დასჯა. ყველაზე ცუდი მეთოდით. გაუგზავნა ყველას გზავნილი. ასე მოგივათ თუ გამაბრაზებთო. გაგვაგებინა ყველას, რომ სასამართლოში "პრინციპული" მოსამართლეების იმედადაც არ უნდა ვიყოთ. სასამართლო მთლიანად პროკურატურის "ჯიბეშია".

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრად ცდება. ეს ყველას გვეხება იმიტომ, რომ როგორც კი არასასურველები გახდებით მისთვის, ერთი კაბელი ჯიბეში თქვენც აღმოგაჩნდებათ. სანამ სხვის უსამართლობაზე ხმის ამოღებას არ დავიწყებთ, მანამდე ჩვენი თავისუფლება საფრთხეში იქნება.“ - წერს ტელეწამყვანი პირად ფეისბუქ გვერდზე.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა.

„ესაა წინასაარჩევნო სამართალი!!!!!!!! ზუსტად ვიცოდი რომ ასე დამთავრდებოდა შოთაძის იმდღევანდელი განცხადებების მერე!!!! ბრავო თქვენ!!! პოლიტიკური დავალება შეასრულეს. ისღა დარჩენიათ, ახლა ირაკლი ალასანიაც დაიჭირონ და ჭირი იქა, ლხინი აქა.. ვინც დაამტკიცებს, ეს ხალხი დასაჭერი იყოო,დავცინებ მაგრად.„ - წერს გრიგოლია.

იგივე თემას ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემაც.

„ეს არის სასამართლო, სადაც ადამიანებს სჯიან იმ ფულის გაფლანგვისთვის, რომლიდანაც თეთრიც კი, არსად დაკარგული არაა. არცერთი შვიდწელმისჯილი პირი თავისთავად ძალიან კარგ პროექტზე, რომლის გამოც ნორმალურ ქვეყანაში მადლობა ეკუთვნოდათ, პროექტზე ხელისმომწერიც, უფლებამოსილიც არაა. პირადად ჩავერთვები პროკურატურის წინააღმდეგ აქციებში. ასეთი გახმაურებული, ასეთი ყურადღების და დაცვის ქვეშ მყოფი საქმე გადაიხიეს თავზე, უსამართლობა, ძალადობა და განუკითხაობა ქვეყანაში სიმბოლურად ამით საბოლოოდ გაფორმდა. რამდენს გქონდათ პრეტენზია ნაციონალებთან, რამდენი საქმეა შემოდებული პროკურატურის თაროებზე? თუ მითი იყო ჩაგვრა და ნაციონალების ყაჩაღობა? თუ მითი არ იყო, არაფრის იმედი არ გქონდეთ, სანამ იგივე ხალხს და იგივე მეთოდებს იყენებს უტიფარი ხელისუფლება. არჩვნების წინაპერიოდია, თუ გაბედავთ საკუთარი უფლებების დაცვას, მივაღწევთ ჯერ პროკურატურაში და შემდეგ სასამართლოში ცვლილებას.“ - წერს ფანჯიკიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

რაც შეეხება თავად ირაკლი ალასანიას, მან დაკავებულთა გასათავისუფლებლად ბრძოლის პირობა დადო.

"სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი" - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული 2015 წლის 19 ივნისს, თავდებით გათავისუფლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100