სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გადაურჩა პუტინი მიხეილის დარქმევას

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო წირვის შემდეგ პუტინმა ჟურნალისტებს უამბო, რომ მისთვის სპასო-პრიობრაჟენის ტაძარი განსაკუთრებულია, რადგან სწორედ იქ მონათლეს თვენახევრის ასაკში.

ამასთან, პრემიერმა აღიარა, რომ მღვდელს მისთვის მიხეილის დარქმევა სურდა, რადგან მთავარანგელოზ მიხეილის დღე იყო, თუმცა დედამისმა ამაზე უარი თქვა.

"დედამ თქვა, რომ უკვე დარეგისტრირებული ვიყავით მამის პატივსაცემად ვლადიმერად. და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. ვლადიმერი ძველი რუსული სახელია. აქვე, ტაძარში მამაომ წმინდა ვლადიმერის ხატი გვიჩვენა და თქვა, ეს თქვენი მფარველი ხატი იქნებაო. უკვე ბევრად გვიან სწორედ ამ ტაძარში ჯერ – დედაჩემის, ხოლო ერთ წელიწადში მამაჩემის პანაშვიდები ჩატარდა. ასე, რომ ამ ტაძართან ბევრი რამ მაკავშირებს", - განაცხადა პუტინმა და ყველა რუსს ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100