COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას მშობლებმა პირდაპირ ეთერში უყურეს
ბრიტანული გამოცემა BBC ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით დასაფლავებას ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ დაესწრო, რადგანაც ყველა მათგანი იზოლაციაშია.
13 წლის ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბი ბრიქსტონიდან იყო და ის COVID-19-ით King's College Hospital-ში გარდაიცვალა.
მშობლებმა შვილის დაკრძალვას პირდაპირ ეთერში უყურეს.
როგორც BBC წერს, გარდაცვლილის უმცროს ძმასა და უფროს დას ვირუსის სიმპტომები აქვთ, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.
აღსანიშნავია, რომ ისმაილს არ ჰქონია თანმდევი დაავადებები.
დიდ ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით 98 476 ადამიანია დაინფიცირებილი, 12 868 გარდაიცვალა.
კომენტარი