სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Foot Locker–ის სპორტული ფეხსაცმელი ორგაზმს იწვევს? (ვიდეო)

სხვადასხვა კომპანიები ათას საშუალებას იგონებენ იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქცია, რაც შეიძლება მიმზიდველად წარმოაჩინონ. ამაში მიუღებელი არაფერია – ყველას გვინახავს და ზოგს, ალბათ, მოგვწონებია კიდეც „ბაუნტის“, „კორონას“ და სხვა პროდუქციის რეკლამები, სადაც ამ პროდუქტებთან „დაკავშირება“ არნახულ ნეტარებასა და განცხრომას „იწვევს“. მაგრამ მსგავსი სარეკლამო „ტყუილი“ მიღებულია და გადაცდომად არ ითვლება.

მაგრამ იმას, რასაც Foot Locker–მა მიაგნო და, გამოიყენა კიდეც, ჩვეულებრივი რეკლამა, ალბათ, არ ჰქვია. ამ სპორტული ფეხსაცმლის ვიდეორგოლი გაჯერებულია ვნებიანი წამოძახილებით, ხოლო ფეხსაცმელში ფეხის ჩადგმა ისე დეტალურად და მაცდუნებლადაა ასახული, რომ აუცილებლად დაგიტოვებს იმ ურთიერთობის ასოციაციას, რომლის დროსაც ადამიანთა უმეტესობა (სავარაუდოდ) ფეხსაცმელს იხდის ხოლმე. მეტიც, კომპანია უფრო შორს წავიდა და ფეხსაცმლის ჩაცმაში ორგაზმზე მინიშნებებიც კი ჩართო. დასავლურმა მედიამ უკვე უწოდა ამ ვიდეორგოლს „რეკლამაში ფროიდისეული ელემენტების ჩართვის პირველი წარმატებული მცდელობა“.

ამ შესავლის სემდეგ ისღა დაგრჩენიათ, ვიდეო ნახოთ, მე კი რეკომენდაციის სახით დავამატებ: თუ მათ ვერწმუნებით, ვინც ამ რეკლამის ნახვის შემდეგ ცდუნებას აჰყვა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მაღაზიაში ფეხსაცმლის საყიდლად გაქცევა არ ღირს. როგორც „პიარ სკოლა“ საკუთარ ბლოგზე ნახევრად ხუმრობით იუწყება, ორი ფეხსაცმელიც კი გამოიცვალა, მაგრამ ორგაზმი არ განუცდია...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100