სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 წლის პორნო მსახიობი სასტუმროს ნომერიში გარდაცვლილი იპოვნეს

ამერიკელი პორნო მსახიობი ოლივია ნოვა (ნამდვილი სახელი და გვარი ლექსი როუზ ფორდი) რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცლილი იპოვნეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა დასახელდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ოლივია ნარკო დამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმთან ბრძოლისთვის მკურნალობას გადიოდა. ამის შემდეგ ექსპერტიზამ მალევე დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნოვა თირკმლის ინფექციისგან იყო დაავადებული, რამაც სეფსისი გამოიწვია.
სასტუმროს ნომერში ოლივია დაახლოებით 12 საათი ებრძოდა სიკვდილს. მას უჭირდა სუნთქვა და მოძრაობა. პოლიციამ როდესაც მის ცხედარს მიაგნო, გოგონა სრულიად შიშველი იწვა და დასვრილი იყო სისხლით. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნოვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ძალიან ცუდად იყო, თუმცა ექიმთან მისვლის ეშინოდა.
ოლივია ნოვამ თავისი კარიეკა 2017 წლის მარტში დაიწყო და უკვე ბევრი თაყვანისმცემლის შეძენა მოასწრო. გოგონას ახლობლები საქველმოქმედო აქციებს აწყობენ ფულის მოსაგროვებლად, რათა დაკრძალონ იგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100