სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტომობილი-მოჩვენება აუქციონის საშუალებით გაიყიდება

შემოდგომის მიწურულს, სენტ-ჯონსის აუქციონზე, წარმოდგენილი იქნება 1939 წელს შექმნილი, „Pontiac Deluxe“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილით მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, „RM Auctions“-ის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ აღნისნული მოდელის მყიდველი ძალიან სწრაფად გამოჩნდება. საწყისი ფასი 275 ათასიდან 475 ათასამდე მერყეობს.

დღეისათვის მხოლოდ ორი „Pontiac Deluxe“-ია შემორჩენილი. ისინი „General Motors“-მა მსოფლიო გამოფენისთვის შექმნა, რომელიც ნიუ-იორკში, 1939-1940 წლებში ტარდებოდა. ავტომობილის კორპუსი პლექსიგლასისგან - სრულიად ახალი და ინოვაციური მატერიისგან შექმნეს. აღნიშნული მოდელი, გამოყენებული იყო ავტომობილების მსოფლიო გამოფენის რეკლამაში.

მეოცე საუკუნის სამოციან წლებში რევოლუციური სატრანსპორტო საშუალება კვლავ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. იგი მონაწილეობას იღებდა მომავლის საავტომობილო არტეფაქტში, სახელწოდებით „Futurama“, რომლის საორგანიზაციო საქმეები „General Motors“-ს ეხებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100