სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია

პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში - პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წინაშე პირველად წარდგა.

მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციას მართავს, რომელიც სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.

საზოგადოების მიერ ხელისუფლების სწორად არჩევა და მისი კონტროლი - ამ პროცესის ხელშეწყობა იქნება ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ასევე, ძირითადი სფერო, რა მიმართულებითაც ორგანიზაცია იმუშავებს, ეკონომიკაა. ასევე დაგეგმილია მედიამონიტორინგის ჩატარება. რაც შეეხება გუნდს,ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ორგანიზაციაში 7 ადამიანია გაერთიანებული.

"ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც – ამ სიტყვებით მოგმართეთ ორიოდე თვის წინ, როცა პოლიტიკიდან წავედი და ამავე დროს მიგანიშნეთ ჩემს მომავალ საქმიანობაზე. დიახ, თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია "მოქალაქე", - აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100