როგორ ახსნიდა სულხან-საბა ორბელიანი ქართულ თანამედროვე ჟარგონებს
ქართული თანამედროვე ჟარგონი
+ როგორ ახსნიდა
მას სულხან-საბა ორბელიანი
ა
აბაროტის აღება – ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი
– წყენის მთესველი
აეწელა – ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა –
ჟინთ აშლა
აიწია – ფრიად განკჳრდა
ამტუტება
– წესთ აღრევა
ანტიფრონცკი
– ზმანითა
მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი –
ჰარიფი
– უცდელზედ
ითქმის
არღნის ჩიტი – მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი –
ძმადნაფიცისა
ძმობითგან
განზიდვა
აუდე – წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება
– ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა; გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან
აჩათლახა
– სახეზედ
მუშტი ჰკრა
აწევა – თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა – წართმევა მძლავრისაგან
ახვევა – წარსლვა უპატიურისა
ახუჲლიშ –
ოღონდაც
ახურუშებული
– ქუჱნა გრძნობათ აყოლილი
ბ
ბაზარი – სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა – რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე
ბაზარში წამოიკიდა – საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი – ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბაიანი – ნემსიანი ჭურჭელი
ბაითი – ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო
ბაირამობა
– აწ: შუჱბა ჴორციელი
ბალამუტი
– აღრევის
მოწადინეთა
ჴმიანობა
ბანძი – ცუდუბრალო
ბასიაკი –
მდაბალი მემთვრალე
ბაცანა – ლაწირაკი
ბაცნობა –
უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბესპონტაობა
– საქნელთ
ვერ-მოპოება
ბესპრიდელი
– წესთ თაკილობა
ბირჟა – ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი –
გულ მაღლად საუბარი
ბლატი – ამა ქუჱყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა
ბოი-ფრენდი – ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი – თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა – დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს
გ
გააბლატავა
– თჳსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის
მწედ ეყო
გაბაზრება
– ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა
– გული მოიცა
გაგება – წესი, მოძღურება, რომელ არს:
გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა;
გაგება ქალაქური;
გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი;
ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე
გადაახტა
– თავზედო,
ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო; კვალად მრავალ-ნაცადზედ იტყჳან ათას ყლეზედ გადანახტომს
გადირკვა
– ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გაედო – ფინთად დაენძრა
გათავება
– თალიისა
განსრულება
გათევზდა
– რა მცირეს პირობასა გარდაჳდეს სხუათა უზიანებლად
გაკუზვა –
წახრილისა
ტყუნა
გალუბოი –
სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გამაზვა –
თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან
ფულითა გინა სხჳთა ზღოს;
გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება;
არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა
გამოყლევება
– დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული
– გამოყლევება
ქმნილი
გამსკდარი
– ურთიერთას
თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა
განაბი – ქურდთაგან ბაძის ამღები
განდონი –
საწულოთ საპყრობი; კვალად: კაცი ვერაგი
გაპროჭვა
– ცემითა და მემთვრალეობით უგონობა
გაჟიმვა –
მიწოლით მოტყუნა
გასაღება
– ქირით მოკლვა
გასრიალდი
– შენს მალ წარსვლას ვლამი
გარეკილი
– ჭკვა მხიარული
გასროკვა
– სროკზედ
წარგზავნა
გატანა – ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატისკვა
– უპატიური
წურთნა
გატრაკება
– უმიზეზოდ
შფოთისა მოწადინება
გატრაკება
საქმისა –
საქნარისა
დია გაჯანჯლება; გინა შეწუხება ფრიად ვინმესი
გატყდომა
– წყენასავით
გატეხილშია
– ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა
– ავი შემართა
გაფრენა –
ჭკჳთგან გარდასლვა
გაჩითვა –
ჩუმი გაშინჯვა
გაჩითვა –
წარმოჩენა
გაჩხერა –
ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გაცვეტება
– რაიმესი
გამოწულილჳთ
განხილვა.
ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან:
უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;
ოდეს თუალითა თჳსით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უჴმობენ.
გაწელვა –
ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ
გახეთქვა
– ქალწულთ
შერყუნა
გახეთქვა
– გამხელასაჳთ,
გამსკდართან
ნახე
გახურება
– შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი – კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
გრევი – უსრული პადაგრევისაგან
გრეხი – კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე;
განჰყოფენ
საქციელთა,
რაჲც გრეხია და რაჲც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაჲ და ტეხავსო იტყჳან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი – თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება,
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური
დ
დააბრეხვა
– როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა
– შეტყუილის
დაჯერება აქმნია
დააზანგა
– საქნელი
რამე შეადვა
დაამუღამა
– მუღამეულ-ჰყო
დააცმევინა
– განაძო
დაახეთქა
– ულოდნელი
ისიტყუა რაჲმე
დაახუილა
– ძლიერ დაარტყა
დაბმა – ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს
დაბაზრება
– ტკბილმოუბარობით
პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარჳთ განაძლიერებს;
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დაბოლება
– ბოლით დაბანგჳსათჳს მეცადინეობა
დაბოლილი
– ბოლითგან
დაბანგული
დაბრედა –
ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება
– ბილწითა
ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა
– გუემით ფიქრმეტყუჲლება
დადება – დატევებაზედ ამბობენ:
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თჳსისა ანაბარად;
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქჳან გადაგდება
დაენძრა –
ფრიადი შეჭირვება ეწყო
დავასება
– თუალ შევარდნით სიამე
დაზაგაჟნიკება
– მოზაგაჟნიკება
გასწავლის
დაიადა – თჳსს კერძოდ ჰყო
დაიზეთა –
უარისათჳს
საბაბი შეუჭირდა
დაიწვა – ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება
– საფიქრალითგან
განდევნა
დალივერება
– თუალ-თუალის ყოფა
დაპადაგრევება
– პადაგრევისა
მიძღუნა
და რამე – რაჲც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა
დატყვნა –
ნაჩუმათარზედ
წასწრებასა
ჰქჳან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა
დაუაბგონა
– უკანა კერძად ჰყო
დაუადა – მცირედი ძღუჱნი მიართუა
დაურტყა –
ულოდნელი საქციელი უქმნა
დახვოსტვა
– კუდში მოლალეობა
დერსკობა
– ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი
– გამხელილი
ხუაშიადი
დობრად – ძალთ უტანებელად
ე
ეე! – ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა,
ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე
ვ
ვაზვრატი
– არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანები-სათÂს მოთხოვნილი, არამედ ნაცარცჳს მოქცეჳსა სასყიდელი
ვალის დადება – მცირედის მადლისა ყვედრება
ვაჟნი – ცუდმედიდი
ვაფშე – ყოვლით კერძო
ვეში – ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი –
წამოზრდილი,
ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ
ზ
ზაიობი – ჯიუტი ახირება
ზაპოი – ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზასი – ღია პირითა ურთიერთის კოცნა
ზასაობა –
ზასთ გადაბმულობა
ზასკოკებიანი
– ხუშტურთ
ამყოლი
ზახოდი – მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა – ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი – ფარული ჯავრი
თ
თალია – უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია, ერთი თალია გაათავა რა მამრმან მდედრისა ჟინი ერთგზის აისრულა
თესი – მიმალვა მეყუსეული
თესლი – ჭკჳსა ბოროტად მომხმარი
თითის მიცემა – საქნარის ქმნისათჳს ვისიმე კვალად იძულება (მდაბიურად)
თირვა – ქუჱშით ცქერა
თომარი – სიტყჳთ შექცევა
ი
იაზვა – მწარედ მსიტყუჱლი
იასნი – თუალითა დანახული
იზმენა – რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა
იდეინი – ჰაზრით მაცხოვნე
იპარავს –
სახელკეთილის
დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყჳან
ისპალნიტელი
– ავისა გამეტებულად მოქმედი
ისტაბლიშმენტი
– ერთობა დამკჳდრების მოსურნეთა
იუზგარი –
ზნე-კეთილი
კ
კაიფი – სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა –
ნარნარად სრბოლა
კიმარი – გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან
კიშკაობა
– მომეტებულის
საჭმლისა შექცევა
კლიჩკა – სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კონტრა – მომტერე, მეშუღლე
კუტუ – მომცრო ყლე
კუში – ფულად მისაღები
ლ
ლ – ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ლაწირაკი
– ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი
ლევი – არმად ნაშოვნი
მ
მაზი – უსრული მაზიანისაგან
მაზიანი –
გამაზვისა
ქმნა
მაიაკი – ნიშან-ყოფა
მამაშა – მეძავთ სარქალი
მანაგუა –
თრიაქის ფაფა
მანდრაჟი
– სულთ ფორიაქი
მარიაჟი –
თჳსის პეწისა დია მოყვარული
მასტერკა
– პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)
მასტი – რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი – ნაღდი ფული
მახატია –
არად მიჩნს
მეპირე – მინეტის მქნელი მდაბიორი
მესნი – ამა ადგილთა მობინადრე
მეტრაკე –
ცისფერთან
ნახე
მეშჩანი –
ფუყე სვეტი
მიირთვა –
ცთომილება
ჰყო, ჭამასთან ნახე
მინეტი – საწულოთ პირთან მიხუნა
მიცემა – რა მდედრი მამრსა თანა-ეყოს; გარნა ტრაკის მიცემა არს დათმობა უგვანი, გინა მრუშებაჲ შორის მამრთა
მოზაგაჟნიკება
– თადარიგად
ქონა
მოზგი – ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა –
მყუდროდ შთენა
მოკრახვა
– სიძუნწითა
მალვა
მომჭამე!
– მუქარაზედ
პასუხი, რაჲცა არს: ვერა გამიწყო-რა, ვერას გამიხდე
მოჟოშკვა
– მოკრახვავე
მოსმა – ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს
მოტყდომა
– მოხევასთან
ნახე
მოქესტვა
– ნაჩქარობისათვის
რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა –
მაყუთის დასქელება
მოყომარება
– შეგონებით
დარწმუნება
მოწვა – ზრახვასა მიუხვდა
მოხევა – სრბოლად სწრაფვა; კვალად: თჳსი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან;
მოხევადვე
სახელდებენ
ვინმესგან
ულოდნელად
მჭევრის სიტყჳს მბობასა
მოხსნა – სათაჳსოდ გაიხადა
მუღამი – გულისთქმისა პასუხი
ნ
ნაბოზვარი
– ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყჳან
ნაკოლი – ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნარკუშა –
საკურნებელთა
ავად მხმარებელი
ნაროდი – ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ
ნასედკა –
ავთა მსტოვარი
ნაშა – დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
ნაჩათლახარი
– ჩათლახად
ნამყოფი
ნახალკის შეტენვა – უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა – შეჴუჱდრისას პირისა მორიდება
ნძრევა – საწულოთი ხელსაქმება
ო
პ
პაბეგშია
– მალვით სუფევს
პადაგრევი
– არა მცირედი ძღუჱნი
პადიეზდი
– სადარბაზოსაჳთ,
გარნა დია უწმინდური
პადლიზა –
პირ-მოთნე
პალაჟენია
– უფროს-უნცრობისა რიგი
პასტაჲანკა
– მამრისგან
შებღალული
წაწალი
პაცანა – ბაცანასთან ნახე
პიარი – ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;
თეთრი პიარი თჳსის კეთილობისა სხუათათჳს ჩიჩინია;
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა
პლანაქეში
– თრიაქისა
გარდამეტებით
მწეველი
პლანი – ესრეთ ითქმის რა მორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან; სხუა შეკეთებასთან ნახე
პლეტი – იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა
პოზდნი – ხანის დამზმელი
პონტი – უცაბედი საქნარი
პრავი – მართალი მარწმუნებელი
პრაკოლი –
ვენაზედ ნემსით განაჴურეტი
პრაშმანდოვკა
– დიაცი სხუათა და სხუათა მამაცთა თანა დია მყოფი, გარნა საფასურისა არა მთხოვნელი
პრეტენზიული
– აჯისა ბრძანებად მომაქცეველი
პრიკოლი –
უნდილ საღრეჭი
პრიკუპი –
ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა
ჟ
ჟიმჟიმი –
ტრაკის ცახცახი
ჟოპასტენკა
– პანღურის
ამორტყმით
თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან
რ
რიჟა – მრუდე, გინა პირუმტკიცი
როჟა – კაცი უამური
როჟის კერვა – მწუთხის სახისა შეკუჱთა
ს
საიმი – გეშის აღება
სანქციის დება – ესრეთ იტყჳან, ოდეს ვინმე ხატითა თჳსითა გინა საქციელით თჳსს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს
სასტავი –
მოყუასთ ერთობა
საჩკაობა
– თავისა მოზანტება
სეკა – ესე ციფრად ოც და ერთი, რაჲც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში
სვეტი – ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე
სვეცკი – სვეტთაგან ამოდ შესატკბობი
სვოი – ჩუენ კერძო
სიაფანდი
– არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ
სიმონ! – ქალაქური მოწოდება
სიმპო – უსრული სიმპატიურითგან,
რაჲცა არს ამოდ სახილველი
სირი – გრძელი საწულო მოსუჱნებული
სიტყვის აღება – თჳსივე დაგინებისა მოშლა
სიტყვის მოხსნა – სიტყჳს აღებავე
სიფათი – სახე უშვერი
სიცო – ნაკუჱთი სიცოცხლითგან
სკოლსკობა
– ხასიათთ
ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყჳან
სპონტამ –
ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათჳს: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი
სროკი – დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტოპრო – ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდჳლსა ნიშნავს
სტოსის წაყვანა – საგანთ და საქნელთ ჴელერთპირი გარიგება
სტრელი – პაემანის-ყოფა
სუტენიორი
– მეურვე მეძავთა
სხადნიაკი
– ქურდთ შეყრილობა
ტ
ტეხავს – აუგია
ტვინის ტყვნა – გულისხმის ყოფად დაძა-ლება
ტრაკიდან ბარათის გამოღება – თითიდან მიზეზის გამოწოვასაჳთ
ტრაკში – დია შორს
ტრუხა – ამაო, ფუტუროსაჳთ
უ
უსწორდება
– ამოდ უჩნს
უტრაკო – აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თჳსისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია
ფ
ფანი – გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი –
ნანდჳლ სარწმუნო
ფაქტი – თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა
ფუფლო – პირობას გარდასრული
ქ
ქაჩავს – ძალ-უცს
ქაჯი – მეტის მეტი ტეტია
ქელანი – ერთად მოცემული, მაყუთზედ იტჳან
ქერაობა –
გარდაჭდობილის
მიჯნურისაგან
ხელის მეტი ფათური
ქეში – პლანაქეშისგან მოკლებით
ქეში – სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე
ქინძაობა
– სუბუქი ტყნაურობა
ქსივა – ძუჱლად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი
ღ
ღადავი – თომარზედ აღმატებული
ყ
ყამა – იარაღი მკუჱთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი
ყიყინი – კეთილი მოაჯეობა
ყლეფანდურა
– სუბუქის
ჭკჳსა
შ
შავი – ავაზაკთ მოძღუარი
შავი – საწულოსაც ჰქჳან
შალა – პლანთ-კეთილობა
შანს-პეპელა – შემთხუჱჳს მნე
შარაფი – ქეიფი ღრეობა-ზედ უმცირესი
შატალო – შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
შეახვია –
დააბასავით
შებმა – დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე
შეედო – დაენძრა გასწავლის
შეკეთება
– დაფქჳლის
პლანისა მასტერკად განმზადება, სხუა მასტერკასთან ნახე
შელაგება
– შეყოფასაჳთ,
გარნა არა ერთის ოდენ საზრუნაჳთა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე
შემეტენე
– შეტენჳსა
მოსურნე
შენძრეული
– დია გამოცდილი
შეტენვა –
ძალად ცოლობა
შეტენვა –
გვერდით მყოფობისა უსიამო მეცადინობა
სხუაჲცა არს ნახალკის შეტენვა, მერმე სწერია
შეყენება
– ქუჩაში ცარცვა
შეყოფა – ჯიუტისაგან შეწუხება
შე-ჩემა – უდიერი მოწოდება
შეცემა – ჯახითა ტყუნა
შეწერა – დაგინებისა ურიდველობა
შეწერვა –
ახეჳსა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:
ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,
ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,
ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის – პარვა;
კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად
შიგ ქონა – ესრეთ ძრიელ შემცდარსა ეტყჳან: შიგ ხომ არა გაქვსო
შიპიტი – გულისა შუღლად აშუშხუნება
შმონი – სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა
შმოტკისტი
– ზმანთ მოთაყვანე
შუხური – ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი
ჩ
ჩააკატავა
– ზერელედ
განასრულა
ჩაბოზება
– ბოროტის
ზრახჳთ ჩაშვება
ჩათლახი –
ესე დიაცი კურო მრავალი და ხასიათ განრყუნილი; ჩათლახივე არს სულიერი ქუÀგამხედვარი და ავის ყოფისათჳს მუდამ მეცადინე
ჩაკვლა – მასტერკისა ცეცხლთაგან განლევა
ჩალიჩი – ქმნად მიდგომა
ჩალიჩმეისტერი
– ჩალიჩისა
ნატიფად მქნელი
ჩამიჩი – ჟამ გარდასრული დიაცი
ჩამშვები
– მაბეზღარი
ჩანგლის თხრა – ხასიათისა აღზუავება
ჩაპიზდვა
– წაქცეულის
გინა მწოლიარის კაცისა უწყალო ცემაზედ ითქმის
ჩაშვება –
ჩამშვებთ მოღუაწება
ჩაჭრა – გაგებასა შიგან დამარცხება
ჩესნი – არმისა გარე-მიმაქცეველი
ჩისტა – მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა
ჩმორი – ვერ-მძლე
ც
ც – ართრონი გინებისა დამძიმებად: არათუ დედა მოვტყან, არამედ დედაც მოვტყან [და კიდევ სხვაცო]
ცისფერი –
მამრი მამრთან თანაყოფისა მოსურნე
ცუმბუშა –
დაჯაბნილი
ჴელქვეშე
ძ
ძალად – ნართაული, რაჲცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი
წ
წერაობა –
წაწლობისა
მზგავსი, გარნა მეტი ბიწიერი
წველა – ნებსით ფასისა ხშირი რთმევა
წიკი – ნერვთა გზნებით აკჳატებული რამ
ჭ
ჭამა – ცთომილება, რაჲცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს
ჭუჭუ – კუტუს არა აღმატებული
ჭერა – თჳსს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათჳს, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: ჭუჭუს ჭერა, მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: ტრაკის ჭერა [მოჭერა გინა დაჭერა] და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათჳს ვერ შევუდექ
ხ
ხავერა – სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა – ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათჳს ჰქონობენ ხოლმე
ხევძმარის
ბაყაყი – დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი
ხიპიში – შფოთი
ხოში – ლტოლვა
ხოშიანი –
არა შუჱნიერი არს, არამედ ნაკლებ ტკბილი
ხურუში – ქუჱნა გრძნობა
ხრამჰესის
ია – დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)
ჯ
ჯაგა – ბარბაროზი
ჯიგარი – უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი
ჰ
ჰარიფი – უცდელზედ ითქმის
კომენტარი