"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო
"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.
20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.
ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა დაშავებულ პირებზე.
ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 15 000 ევროს გადახდა დააკისრა დავით ქურდოვანიძისთვის, მაკო გომურისთვის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანისთვის. მთავრობამ 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილსა და ვახტანგ ბერიკაშვილს. 1 800 ევრო უნდა გადაუხადონ ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს. მთავრობამ უნდა აანაზღაუროს ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. ამას გარდა, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა, რომ აანაზღაურონ მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯები და თითოეულის წარმომადგენელს 6 000 ევრო ჩაურიცხონ.
სასამართლო ადგენს, რომ ყველა დაზიანებები, რომლებიც განიცადეს შესაბამისმა განმცხადებლებმა,რომლებიც სათანადოდ იყო დოკუმენტირებულ, საკმარისი იყო კონვენციის მე-3 მუხლის გასააქტიურებლად. ამიტომ ხელისუფლება ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც აღმოჩენილია წინამდებარე საქმეში, 46-ე მუხლით დაკისრებული საქართველოს ვალდებულება გარდაუვლად მოითხოვს, რომ მოხდეს ყველა საჭირო ნაბიჯის გაადგმა დაუყოვნებლად მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ხელახლა გასააქტიურებლად. ხელისუფლება ვალდებულია განიხილოს, პირდაპირ ან არსებითად, განმცხადებლების საჩივრებით წამოჭრილი სხვადასხვა საკითხები სასამართლოში კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლის არსებითი კუთხით. ამის შემდეგ, კონვენციის მოქმედი პრინციპების შესაბამისად სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, რათა შესაძლებელი გახდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა . სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების ელემენტებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, არ არსებობს გადაულახავი პრაქტიკული დაბრკოლებები გამოძიების ამ გზით წარმართვისთვის, რათა უზრუნველყონ შესაბამისი საშუალება მომჩივნებისთვის. თუ მოპასუხე სახელმწიფო არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, განმცხადებლებს შეეძლებათ კვლავ მიმართონ სასამართლოს", - წერია ევროსასამართლოს დოკუმენტში.
"საიას" ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.
კომენტარი