სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევა გაიმართა.
ტაძრში მრევლს მამა შალვა კეკელიძემ ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა სამეიდიცნო პერსონალს, საზოგადოებას მეტი შეგნებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, ეს სენი როგორ ვრცელდება მთელს მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, ამ წყალკურთხევის ლოცვის შემდეგ, მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ დღეს, მოძღვრები სამ ნაწილად გავიყოფით და ქალაქის ყველა უბანში მივალთ, სადაც ეს ნაკურთხი წყალი ესხურება მთელ ქალაქში. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა. ვხედავთ, ადამიანები როგორი უძლურები ვართ ამ სენის წინაშე, ამიტომ ეკლესიამ ლოცვა ითხოვა, პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა გასცა მთელ ქვეყანაში, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ, დახმარება ვითხოვოთ ღმერთისგან, რომ ამ სენისაგან გადარჩეს ჩვენი ქვეყანა. ასევე მინდა ეკლესიის სახელით მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს. მინდა, საზოგადოებას შეგნებისკენ მოვუწოდოთ, რომ ყველამ დავიზღვიოთ თავი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თუ რომელიმე ადამიანს რამე სიმპტომი აღმოაჩნდება, უმჯობესია, იზოლაცია მოახდინოს საკუთარი თავის, რადგან სხვას დაავადება არ გადაეცეს, ამიტომ სიფრთხილე გვჭირდება“, – განაცხადა შალვა კეკელიძემ.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
კომენტარი