სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედას ეგონა, რომ მის 10 წლის ვაჟს გრიპის ვირუსი ჰქონდა. მეორე დილით ბავშვი ლოგინში გარდაცვლილი იპოვნეს

10 წლის ამერიკელმა ჰევინ კლებსმა ერთ-ერთ საღამოს თავი მოულოდნელად ცუდად იგრძნო, შუბლის არეში ტკივილი და პირღებინება დაეწყო. ბავშის დედამ იფიქრა, რომ ჰევინსაც გრიპის ვირუსი ჰქონდა, რადგან არც თვითონ და არც მისი უმცროსი ქალიშვილი კაროლინა იყვნენ კარგად. მათაც იგივე სიმპტომები ჰქონდათ, რაც ჰევინს. იმ იმედით, რომ მეორე დღეს უკეთ იგძნობდნენ თავს, ოჯახი დასაძინებლად გაემართა.

მეორე დილით სარა და კაროლინა საწოლში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, ჰევინი კი უკვე გარდაცვლილი იყო. დედა-შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება. სარას ეგონა, რომ ჰევინის სიკვდილი გრიპის ვირუსმა გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალება და დედა-შვილის ჯანმრთელობის გაუარესება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც ექიმებმა განმარტეს, სწორედ აირის ბრალი იყო მათი სისუსტე, თავის ტკივილი და გულის რევა, რასაც შემდგომში ფატალური შედეგი მოჰყვა. ბუნებრივი აირით მოწამლვის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპის ვირუსს - სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი ტკივილი თავის არეში, პირღებინება, გულის აჩქარება და თავბრუს ხვევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100