სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცელოფნის ქვეშ გატარებული ზამთარი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის ინგა ბოგდანოვას მძიმე ისტორიას გაგაცნობთ.

ინგა დაბადებიდან ცერებრალური დამბლით იტანჯება. მშობლებისა და დის გარდაცვალების შემდეგ, ის მარტოდ–მარტო დარჩა, ბინის და საარსებო წყაროს გარეშე, სრულიად უსუსური ცხოვრების წინაშე.

ამჟამად ის ცივ და ნესტიან ბეტონის უფანჯრებო ავტოფარეხში ცხოვრობს. სახურავი ჟონავს და წვიმის წყალმა რომ არ დაასველოს, ინგას ცელოფანი აფარია. ზაფხულში აქ აუტანლად ცხელა, ზამთარში კი გაუსაძლისად ცივა.

ინგას არაფერი გააჩნია. საბანი და ბალიში მეზობლებმა აჩუქეს, იგი მთელი დღე დამტვრეულ საწოლზე წევს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს.

მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ინგა დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. საწოლიდან წამოსადგომად, წყლის დასალევად ან საპირფარეშოში გასასვლელად, მას მეზობლების ან ფონდის ექთნების ლოდინი უწევს, რომლებსაც მისთვის საკვები და წამლები მიაქვთ, უცვლიან საფენებს და უტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში ასეთ მდგომარეობაში 600 მარტოხელა და საწოლს მიჯაჭვული ადამიანია და ზოგიერთის მდგომარეობა ინგა ბოგდანოვას მდგომარეობაზე უფრო მძიმეა. ფონდის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ამჟამად ინგას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ახალი საწოლი და თეთრეული.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ქალბატონს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ინგა ბოგდანოვა) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/175/

ინგა თვითონ ვერ გადაგიხდით მადლობას, რადგან მან ლაპარაკი არ იცის. მაგრამ გვერწმუნეთ, ნებისმიერი სახის დახმარების მიღება მას ძალიან გაახარებს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100