დაღესტნელმა ბიჭმა სქესი შეიცვალა და გათხოვდა, მის ქორწილს კი მშობლები ესწრებოდნენ
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა 25 წლის დაღესტნელი ადამის ისტორია, რომელიც მოსკოვში წავიდა სქესის შესაცვლელად, რათა საყვარელ მამაკაცზე გათხოვილიყო. მშობლებმა შვილის წასვლის რეალური მიზეზი არ იცოდნენ და ეგონათ ვაჟი მოსკოვში სამსახურის საძებნელად იყო გადაბარგებული. ადამმა სქესთან ერთად სახელიც გამოიცვალა და რიანა დაირქვა, უკან დაბრუნებულს კი მშობლები ცუდად შეხვდნენ. მათ ხმაც კი გაავრცელეს, თითქოს ადამი დაიღუპა, რადგან გენდერულ ცვლილებას დიდ სირცხვილად მიიჩნევდნენ. რიანამ საბოლოოდ მაინც მოახერხა საყვარელ მამაკაცზე დაქორწინება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქორწილში მისი მშობლებიც იყვნენ.
კომენტარი