სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებით შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს

მსახიობი თათია სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა. ამასთან დაკავშირებით დღეს თათია სამხარაძემ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
თათია სამხარაძე აპირებს, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტზე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.
„მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში“, - განაცხადა თათია სამხარაძემ.
მისივე ინფორმაციით, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზას გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100