ჟან-ელი მალკინი: "საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობის ზრუნვა რჩება“
დღეს, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა. რომლებმაც გუშინ, მთავრობის ინიციატივით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში , ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან Global Alliance for Health and Social Compact- თან. ირაკლი ღარობაშვილტან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟან-ელი მალკინმა ჟურნალისტებთა კომენტარი გააკეთა და განაცხადა:
„საკონსულტაციო კომპანია ჯანდაცვის მინისტრთან იმუშავებს რათა წინ გაუძღვეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს. გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ჯანდაცვის მინისტრთან, რათა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, და გადავდგათ წინ ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად. ეს იყო ჩვენი გუშინდელი შეხვედრის თემა ხელმოწერის დროს, და ესვეა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა პრემიერ-მინისტრთან.“- ასეთი განცხადება გააკეთა Global Alliance for Health and Social Compact-ის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრთან შეხვედრისას.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და მათი უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ხარისხობრივად ახალი სისტემა ჩამოყალიბდება.
ჯგუფის მუშაობის ამოცანებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ჯგუფის კოორდინატორმა, ჟან ლი მალკინმა მიაწოდა.
„პირველ რიგში, თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და რომ ამ დილას პრემიერ-მინისტრს შევხვდით, ასახავს საქართველოს ძლიერ სურვილს გააუმჯობესოს ჯანდაცვა მისი მოქალაქეებისთვის. საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც უნივერსალური ჯანდაცვის დაზღვევის იმპლემენტირება განახორციელა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, და რაც გაცილებით უფრო რელევანტურია ამ შეთანხმებისთვის და საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, არის ის რომ ჯანდაცვა დარჩება მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად საქართველოს პოლიტიკურ წესრიგში. და ამიტომ ჩვენ და ჩვენი ქართველო პარტნიორები მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ამ პროგრესს რათა საქართველო ევროპული ჯანდაცვის სტანდარტებს მივუახლოვოთ. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზრუნვის უზრუნველყოფას, და ჯანდაცვის საერთო ფასის რაც შეიძლება ტრანსპარენტულად დაბლა დაწევას.ამისთვის ალიანსში შეიქმნა საერთაშორისო ექსპერტების გუნდი, რომლებიც ამ დილას პრემიერ-მინისტრს გავაცანი, ხოლო გუშინ ჯანდაცვის მინისტრს. ეს ექსპერტები არიან 10 ადამიანი რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, გარემოებიდან და სისტემებიდან მოდიან. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის აგებენ სისტემების ხიდს რათა თავიანთი ექსპერტიზა საქართველოს მოახმარონ ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი და გუშინდელი დღეები უმნიშვნელოვანესი მომენტები იყო საქართველოსთვის, რადგან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის წინ წაწევას მოიაზრებს, მოიაზრებს ინოვაციური ნაბიჯების გადადგმას ამ სფეროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა რომ ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი მხარს მიჭერენ, და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოსახლეობისთვის თვალნათლი და ხელშესახები შედეგები უკვე ძალიან მალე გამოჩნდება.“- განაცხადა მალკინმა.
შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
კომენტარი