თბილისში სოსო პავლიაშვილის დაფინანსებით აშენებული ტაძარი აკურთხეს
28 სექტემბერს, სოფელ ლისში არსებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი წალკელმა ეპისკოპოსმა აკურთხა - ამის შესახებ ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.
რუსეთის ქართული სათვისტომოს ინფორმაციით, ტაძარი, რომელიც თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ცნობილი რუსი მომღერლისა და კომპოზიტორის, სოსო პავლიაშილის ინიციატივითა და დაფინანსებით აშენდა.
თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხა გამოიყო სამშენებლო სამუშაოებისთვის, უცნობია.
მე ძალიან ბედნიერი ვარ. არც კი მჯერა, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, და მე ეს ვიცი", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
კომენტარი