თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისის” მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
თიბისი
დაზღვევა “ლექსუს თბილისთან” გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ
პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო
პაკეტიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ნებისმიერ პაკეტს საჩუქრად მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის
დაზღვევა. გარდა ამისა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა საქართველოს გარდა შეუძლიათ
სომხეთის,
აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე და ასევე ლექსუსი ცენტრში ავტომობილის შეფასება-შეკეთების
სერვისით სარგებლობა 5
წლის განმავლობაში.
“ჩვენთვის,
როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ლექსუსთან პარტნიორობა, რადგან მათთვის,
ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის
შეთავაზებაა,”
- თიბისი დაზღვევა.
21
მაისს შატო მუხრანში “ლექსუს თბილისის” ორგანიზებით გაიმართა ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის
მოდელის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერიც იყო თიბისი დაზღვევა. პრეზენტაციის მიზანი
იყო მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის RX-ის მეხუთე თაობის მოდელის წარდგება,
მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.
თიბისი
დაზღვევა აგრძელებს “ლექსუს თბილისთან” თანამშრომლობას და ავტოინდუსტრიის განვითარებაში
წვლილის შეტანას.
კომენტარი