სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს" - ატლანტიკური საბჭო თბილისში ჩატარებულ ჩხრეკაზე

რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ატლანტიკური საბჭო განცხადებით ეხმიანება. წერილში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საგამოძიებო სამსახურის ქმედებები და მოტივი რომლის გამოც, ბუზიაშვილის და გელავას სახლებში გამომძიებლები შევიდნენ. ატლანტიკურ საბჭოში რჩებათ განცდა, რომ არაპარტიულ საქმიანობაში ჩართულ მკვლევარებზე საარჩევნოდ ზეგავლენასს ახდენენ.

ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე.

ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს.

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა.

“ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი.

"ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსისა და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

“ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილისს უკვე წლებია ატლანტიკურ საბჭოში მუშაობენ. ციფრული კვლევების ლაბორატორიის თანამშომრლების ებრძვიან პროპაგანდას, რომელიც დემოკრატიას უთხრის ძირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100