სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოკა კაციტაძე MONA.GE-ის სიაშია - ვინ მოხვდა ჩამონათვალში?

MONA.GE-ის სია განახლდა - პირები, ვინც განახლებულ სიაში არიან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების რეპრესიებში არიან მხილებულები.

MONA.GE-ის სიაში არიან როგორც მაღალჩინოსნები, როგორც ძალოვანი სისტემის წარომადგენლები, ასევე მოსამართლეები. გარდა ამისა, სიაში არიან მომიტინგეების ცემაში მხილებული პირები.

ერთ-ერთი კოკა კაციტაძეა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა არაერთ მომიტინგეზე იძალადეს, მათ შორის, დაკავებულებს აქვთ ფიზიკური დაზიანებები. რამდენიმე შემთხვევაში დაკავების შემდეგ ადამიანები პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის დავით ქაცარავა, რომელსაც სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა, ასევე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ სახის არეში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა აქციაზე დაკავებულ დემურიას. დაკავების შემდეგ ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა აჩვენებს, რომ მათზე სწორედ სამართალდამცავებმა იძალადეს და ისინი დაზიანებებს სხვაგან ვერ მიიღებდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პირდაპირი მოვალეობა სწორედ პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების გამოძიებაა, თუმცა უწყებას არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირება არ ჰქონია. კოკა კაციტაძის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა და ძალადობის იგნორირება არის პოლიციელების მხრიდან ძალადობის წახალისება, რაც ემსახურება რუსული რეჟიმის გაძლიერებას," - წერია განცხადებაში.

კაციტაძის გარდა სიაში მოხვდნენ:

ლევან თავდიშვილი (მოძალადე),
დავით მარუაშვილი (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი; ცრუმოწმე),
ლადო მგალობლიშვილი (აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და განათ;ლების კმიტეტის თავმჯდომარე);
ალექსანდრე მუკათარიძე (მოძალადე);
ნიკოლოზ სიხარულიძე (მოძალადე);
შადიმან ქურციძე (ზონდერი);
კობა ჩაგუნავა (მოსამართლე)
ლუკა წიკლაური (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი;ცრუმოწმე)
საბა ჯულაყიძე (მოძალადე);
თამთა თიმბარიშვილი (შსს-ს თანამშრომელი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100