სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში პირველი გოლფ–კლუბი... ზვიგენების გარემოცვაში

ერთ–ერთი ავსტრალიური გოლფ–კლუბის წევრებს ამჯერად მხოლოდ თავიანთი დარტყმის ხარისხზე არ უწევთ მღელვარება.

ტბაში, რომელიც ყოფილ მოედანზე ერთ–ერთი წყალდიდობის შემდეგ წარმოიქმნა, ზვიგენები გაჩნდნენ – 2, 5 – 3 მეტრის სიგრძისა და თავიანთი აგრესიულობით ცნობილი მტაცებლები. ისინი ტბაში თავს მშვენივრად გრძნობენ და მრავლდებიან კიდეც.

გოლფ–კლუბის ადმინისტრაციაში კი ეს ამბავი მხოლოდ ახარებთ: „თქვენ გოლფის მოედანზე დგახართ და ვერც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ზვიგენი ასე ახლოსაა – ამბობს კლუბის მენეჯერი.– ისინი შესანიშნავები არიან. მიმაჩნია, რომ მათი აქ ყოფნა კლუბისთვის დადებითი მომენტია. მე ზვიგენების მოყვარული გავხდი მას შემდეგ, რაც აქ ვმუშაობ.“

მენეჯერი არც იმას მალავს, რომ ზვიგენების შესახებ ხმების გავრცელებისთანავე კლუბში კორპორატიულმა შეკვეთებმა იმატა, ხოლო ყოველთვიურმა ტურნირმა ასეთი სახელწოდება მიიღო: Shark Lake Challenge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100