სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ადამიანმა–საჯდომმა“ უგანდის პრეზიდენტთან დაიწყო მუშაობა

110 კილოგრამიანმა უცნაური შესახედაობის მამაკაცმა საკუთარი სხეული შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია.

მისი უზარმაზარი მუცელი ძალიან ჰგავს სხეულის სულ სხვა ნაწილს, რის გამოც მოისე კავუიას ხუმრობით „ადამიან–საჯდომს“ ეძახიან. 59 წლის მამაკაცი მოცეკვავედ მუშაობს. აბა თუ გამოიცნობთ სად? სხვაგან სად, თუ არა თავად უგანდის პრეზიდენტთან!

უგანდაში სიმსუქნე სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ფუმფულა უგანდელებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. რაც შეეხება მოისეს, რომელიც დღეისათვის 110 კილოგრამს იწონის, დედიკომ და მამიკომ სიმსუქნის გარდა მას უცნაური ფორმის მუცელი აჩუქეს.

ამისა და კიდევ, არაჩვეულებრივი პლასტიკის გამო, ტავუია უგანდის პრეზიდენტის იოვერი მუსევენის კარზე მუშაობს. სანაცვლოდ კი საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს.

მოისე ხშირად მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ გამართულ სოლიდურ ბანკეტებსა და ღონისძიებებზე. საკუთარი შესაძლებლობების და უჩვეულო მუცლის დემონსტრირება ტავუიამ უკვე მოასწრო ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში. როგორი რეაქცია ჰქონდათ ყოფილ პრეზიდენტებს მისი მუცლის და ცეკვის ხილვისას, უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100