2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ დაიწყებთ საქმეს, ბიზნეს იმ ადამიანთან ერთად, ვინც წარსულში გაწყენინათ. ნუ შეიძენთ ფუფუნების ნივთებს. ის ვერძები, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ.
კურო
ნუ გაიჯუტდებით, მშვიდად მიიღეთ სიახლეები. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები პარტნიორებთან. უფროსმა გულახდილ საუბარზე გამოიწვიეთ კოლეგები. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, მაგრამ ნუ გააკეთებთ ეკონომიას მედიკამენტებზე. აკონტროლეთ კვების რეჟიმი, განსაკუთრებით, თუ დაძაბული დღის განრიგი გაქვთ.
კირჩხიბი
სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოთ საქმეებშიც და ურთიერთობებშიც. იგივე მოითხოვეთ პარტნიორებისგანაც. ნუ ჩაუდგებით სათავეში საეჭვო პროექტებს. ნუ გაასესხებთ ფულს.
ლომი
შეიძლება მარტოს მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, თქვენ ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.
ქალწული
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავის იმედი უნდა გქონდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელი ადამიანის ნათესავებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაქორწინებას აპირებთ.
სასწორი
აუჩქარებლად იმოქმედეთ. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად მოგვარებას.
მორიელი
რაც უფრო თამამად და გაბედულად იმოქმედებთ, მით უკეთესია თქვენთვის. თუმცა, იყავით დაკვირვებული. სამსახურის საქმეების პარალელურად, ნუ დაივიწყებთ საოჯახო ვალდებულებებს.
მშვილდოსანი
რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სიახლეები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. მოსალოდნელია მოულოდნელი შემოწმება. მეტი დრო მიაქციეთ ჯანმრთელობას.
თხის რქა
რეალისტურად შეაფასეთ მოვლენები. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა ფინანსური საკითხების მოგვარებისას. პერსპექტივები გელით პროფესიას და პირად ცხოვრებაში.
მერწყული
აკონტროლეთ გარემო, თქვენი მთავარი იარაღი - მოთმინებაა. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ სამოსის, ავეჯის შეძენას.
თევზები
არ გაბრაზდეთ, ის, რაც აგიკრძალეს, იმის გარეშეც მშვენივრად გაძლებთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დახმარებისთვის მიმართ ცნობარს, წიგნს, გამოცდილ ადამიანს.
კომენტარი