თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს
დაკავება თბილისის ცენტრში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს.
დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა.
გამოძიება დაიწყო სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას გულისხმობს.
კომენტარი