კორპუსზე დაშენება ან მიშენება ბოლო წლებში არ მომხდარა - ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო წლების განმავლობაში რაიმე დაშენება ან მიშენება არ ყოფილა. მას არ აქვს ინფორმაცია გავრცელებულ ვერსიაზე, რომ კორპუსის ჩამოშლა პირველ სართულზე სალონის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. "რაიმე დაშენება და მიშენება ამ კორპუსზე არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში. მეზობლები ამბობენ, რომ იყო რაღაც აფეთქების ხმა, თუმცა სხვები ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პირდაპირ ნგრევის ხმა გაიგეს. არ ვიცი, ახლა გაზიც, შუქიც ყველაფრის მიწოდება შეწყვეტილია, რომ კიდევ რაიმე არ მოხდეს", - ამბობს ლელა სურმანიძემ. მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს დაშავებულებთან დაკავშირებით.
კომენტარი